ზონის მაკონტროლებელი სარქველი არის ზონის “საკონტროლო კვანძი”, რომელიც საშუალებას იძლევა ხანძრის აღმოჩენისას ზუსტად განისაზღვროს გააქტიურებული ზონა და საჭიროების შემთხვევაში სერვისი ან ტესტირება განხორციელდეს ინდივიდუალურად.
მისი ძირითადი ამოცანებია:
✔️წყლის მიწოდების ჩართვა/გამორთვა კონკრეტულ ზონაში, ისე რომ დანარჩენი სისტემა არ გამოირთოს;
✔️ტესტირება და ტექნიკური მომსახურების გამარტივება (ზონის დაცლის ან შემოწმების შესაძლებლობა);
✔️დინების კონტროლი – წყლის დინების სენსორი აფიქსირებს ხანძრის დროს წყლის მოძრაობას და აგზავნის სიგნალს სახანძრო მართვის პანელზე;
✔️წნევის მონიტორინგი მანომეტრის საშუალებით.